გივი მოდებაძე: ჩემს გუნდთან ერთად უკვე შემუშავებული მაქვს სწორი გეგმები

ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი მოდებაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მმართველი გუნდის კანდიდატი დღეს სოფელი ჯვარი ეწერის, ბიღის, ქვაციხის, რცხილათისა და საკურწეს მოსახლეობას შეხვდა. ხუთივე შეხვედრაზე გივი მოდებაძემ ადგილობრივ მოსახლეობას მთავარ გამოწვევებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ყველა მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის.
,,წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, გაზიფიცირება და გზების რეაბილიტაცია – ესაა ის მთავარი საკითხები, რასაც, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმობა. მე ჩემს გუნდთან ერთად უკვე შემუშავებული ის სწორი გეგმები, რაც საშუალებას მოგვცემს მეტი სოფელი გაზიფიცირდეს, მოგვარდეს წყალმომარაგების პრობლემები და მოხდეს გზების რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი ჭიათურის სოფლების განვითარების მთავარი წინაპირობაა და ჩვენ ამას შევძლებთ“ – განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები