“დაიხუროს რუსთავი 2”- ტელეკომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“რუსთავი 2”-ის შენობასთან ტელეკომპანიის დახურვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებენ. მათ აქციაზე მიიტანეს პლაკატები წარწერით – “დაიხუროს “რუსთავი 2” და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ტელევიზიას ინტერვიუები არ მისცენ.
საპროტესტო აქციაში ჩართული ადამიანები მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ. მათი თქმით, “რუსთავი 2” და ბიძინა ივანიშვილი გარიგებულები არიან.
„ეს უნდა აღკვეთოს ხალხმა. თუ ამას მთავრობა არ აკეთებს. „რუსთავი 2-ის“ დახურვა ერთია, მაგრამ ხალხმა მთავრობაც უნდა გადააყენოს, მთავრობა უნდა დაამხონ, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გაჩერდეს. სხვა მხრივ, ეკლესიის შეურაცხყოფის პატიება არ შეიძლება. თუ მთავრობას არ გადავაგდებთ, რომელიც ამ ყველაფრის გარანტიაა და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილი სხვათა შორის წინააღმდეგ გამოვიდა და დაგმო გვარამიას გამოსვლა, ნაცები არ გეგონოთ, ისე გეუბნები, დაგმო და თქვა, რომ ქრისტიანი ვარ. სააკაშვილზე უარესი ფორმაა ივანიშვილი,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ, გურამ ფალავანდიშვილმა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები