ვახტანგ ბერიძე : ჩემი არჩევის შემთხვევაში თქვენ ირჩევთ არა მხოლოდ მერს, არამედ მეგობარს, ძმასა და შვილს 

ხულოს მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე, რომელიც კენჭს “ქართული ოცნების” სახელით იყრის, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს ბერიძე ჩაოს, თაგოს, თელელიძეებისა და დიაკონიძეების სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივებმა კანდიდატთან ის საკითხები განიხილეს, რაც მათთვის პრიორიტეტულია. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, რომ, მისი არჩევის შემთხვევაში, ნებისმიერ პრობლემას მათთან ერთად გადაწყვეტს.
” მადლობას გიხდით იმ გვერდში დგომისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი თითოეული თქვენგანისგან და სწორედ თქვენმა სიყვარულმა გამაბედინა, რომ მებრძოლა ხულოს მერობისთვის. არ მინდა, ვისაუბრო, თუ რა გაკეთდა ხულოში – ეს ისედაც ცხადია. ჩემთვის მთავარია, გამარჯვების შემთხვევაში, ერთად დგომით რას გავაკეთებთ. 19 მაისს ჩემი არჩევით თქვენ ირჩევთ არა მხოლოდ მერს, არამედ – მეგობარს, ძმასა და შვილს “, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.
ვახტანგ ბერიძემ ყურადღება მაღალმთიანეთში ტურიზმის განვითარებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფელი თაგოს ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი.
” ახლა მთავარია, ერთად დავგეგმოთ სამომავლოდ გასაკეთებელი ღონისძიებები და არსებული ბიუჯეტი სწორად გავანაწილოთ. სოფელი თაგო არის ხულოს სავიზიტო ბარათი, ამიტომ, აქ მნიშვნელოვანია, ტურისტების მოსაზიდად მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, რასაც, ჩემი არჩევის შემთხვევაში, აუცილებლად გავითვალისწინებ”, – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები