საუდის არაბეთიდან გაქცეული დები აცხადებენ, რომ საქართველოში არიან და დახმარებას ითხოვენ

საუდის არაბეთიდან გაქცეული ორი და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოსგან დაცვას ითხოვს.
როგორც თავად დები სოციალურ ქსელ “Twitter”-ში წერენ, ისინი საქართველოში იმყოფებიან.
მახა და ვაფა ან -სუბაიებმა ვიდეომიმართვა და საკუთარი პასპორტის ფოტოები გაავრცელეს.
“ჩვენ დები ვართ, მე მახა მქვია, ეს ჩემი დაა- ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ და თქვენი დახმარება გვჭირდება. გვჭირდება ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. საუდის არაბეთის მთავრობამ ჩვენი პასპორტები ბათილად ცნო. ჩვენ ახლა საქართველში ვართ”, – წერენ დები.
როგორც გოგონები ამბობენ, მათ საძებნელად საქართველოში მამა და მათი ძმები ჩამოვიდნენ.
“მამაჩემი და ჩემი ძმები საქართველოში არიან, ისინი გვეძებენ. ჩვენ გამოვექეცით შევიწროებას ოჯახის მხრიდან, ვინაიდან საუდის არაბეთში კანონი საკმაოდ სუსტია ჩვენ დასაცავად. გვჭირდება გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა, რათა უსაფრთხო ქვეყანაში გადაგვიყვანონ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რათა გადავრჩეთ”, – წერენ საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები