ხობში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. შედეგად, „ჰონდას“ მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები