გიორგი გოგლიჩიძემ შროშის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო

ზესტაფონის მერობის ” ქართული ოცნების” კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შროშის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. გიორგი გოგლიჩიძემ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ შროშაში, ეკლესიის უბანში, სასოფლო გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რაზეც 268 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 7 მცირემასშტაბიანი პროექტი განხორციელდება, ასევე, დაიწყება სოფლის გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები.
,,გაზიფიცირება შროშელებისთვის პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. 2019-2020 წლებში ზესტაფონში დაიწყება ფართომასშტაბიანი სამუშაოები, რათა ყველა ოჯახს ჰქონდეს გაზი. ეს სოფელი ცნობილია თიხის ნაკეთობების წარმოებით და აინტერესებდათ, შეექმნებოდათ თუ არა მის რეალიზაციაში პრობლემა ავტობანის მშენებლობის გამო. მე მათ ვუთხარი, რომ გათვალისწინებულია ამისთვის ადგილი და, ამ მხრივ, მათ შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ. ეს შეხვედრა იყო ორმხრივი კომუნიკაციის საინტერესო მაგალითი. ასეთი ურთიერთობა წაადგება არა მარტო სოფლის, არამედ – მთელი ზესტაფონის განვითარებას”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები