კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კუს ტბისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ღონისძიებებზე მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ისაუბრა. ღონისძიებებთან დაკავშირებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მემორანდუმი უახლოეს დღეებში გაფორმდება.
მაია ბითაძემ განმარტა, რომ პროექტი დედაქალაქის ლანდშაფტის ახალი სივრცეების ათვისების შესაძლებლობას შექმნის.„ძალიან
მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. ჩვენ უკვე დავასრულეთ ტყის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. ამ ინვენტარიზაციისა და შესაბამისი სატყეო კვლევების საფუძველზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ გრანტი გამოყო. რამდენიმე დღეში გაფორმდება მემორანდუმი და წლის ბოლომდე, დაახლოებით, 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს. ბილიკის გარშემო მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ზონები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე, გადმოსახედები, რაც ტურისტულად მიმზიდველი იქნება. როგორც დედაქალაქის სტუმრებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას, საშუალება ექნებათ, ქალაქში ისეთ სივრცეებს გაეცნონ, სადაც ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ამასთან, 20 ჰა ფართობზე განხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები