„Forbes Georgia“-ს მიხედვით, ჰიპერმარკეტი „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია

Forbes Georgia“-მ, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია “Grant Thornton”-თან პარტნიორობით, საქართველოში არსებული ტოპ100 უმსხვილესი კომპანიის სია გამოაქვეყნა. ასეულში ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამშენებლო, ტურიზმის, კვების, სამთო-მოპოვების, მრეწველობის, აზარტული თამაშების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში ჩართული კომპანიები მოხვდნენ.
ჰიპერმარკეტი “გორგია” (შპს „ბი ემ სი გორგია“) საერთო სიაში 38-ე ადგილზეა, ხოლო სამშენებლო-სარემონტო მასალებით ვაჭრობის სფეროში უპირობო ლიდერია.
როგორც კომპანია „გორგიაში“ განგვიმარტეს, მათი წარმატების მთავარი ფორმულა მომხმარებელზე ორიენტირებაა, რაც მათთვის მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი და საუკეთესო ფასების შეთავაზებით, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნით, სერვისის სრულყოფითა და, ზოგადად, კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვით გამოიხატება.
„გორგია“ 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად ვმუშაობთ ჰიპერმარკეტის განვითარებაზე, სერვისის სრულყოფასა და მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლებაზე, რის შედეგადაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა. დღეს „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების პროდუქტების სფეროში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია მთელ ამიერკავკასიაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია, ერთ სივრცეში შეიძინოს 50000-მდე დასახელების პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად”, – აცხადებენ კომპანიაში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები