„სიცრუის დეტექტორში“ გაკეთებული განცხადების გამო, ირაკლი კაკაბაძე პროკურატურაში დაიბარეს (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კაკაბაძე გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურაში დაიბარეს.
ინფორმაცია კაკაბაძემ imedinews-ს დაუდასტურა.
ცნობისთვის, ირაკლი კაკაბაძემ გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია გარკვეული ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მსხვერპლი იყო. მისი თქმით, ჟვანიას ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი ასეთი მუქარა თვითონ მას, კაკაბაძესაც აქვს მოსმენილი.
ირაკლი კაკაბაძის თქმით, ამ თემის შესახებ მას ზურაბ ჟვანიასთან უსაუბრია.
ირაკლი კაკაბაძე უკვე პროკურატურაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები