“რა ნამუსით დაიარება?” – რატომ არ შეუშვეს მოძრაობის “ერთად სახლში” შეხვედრაზე მოკლული გოგიტა აბულაძის ბიძა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასტუმრო “ანაკლიაში” მოძრაობის, “ერთად სახლში”, წევრებმა შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეოჩართვით მოძრაობის წევრებს მიმართავდა, მოქალქეებს შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მათ შორის 2011 წლის 18 იანვარს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ნათესავებიც იყვნენ.
როგორც აბულაძის ბიძამ ჟურნალისტებს განუმარტა, მას ექსპრეზიდენტისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდა, თუმცა განუცხადეს, რომ ის განსხვავებული აზრის მქონეა და შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ.
“ჩემი ძმისშვილი 2011 წელს კიდევ ორ ბიჭთან ერთად მოკლეს და წყალში ჩააგდეს. საფლავიც არ გვაქვს, მინდოდა ეს მეკითხა, ასევე მსურდა “მხედრიონის” პერიოდში გიორგი ბარამიძემ რომ გადაწვა დარჩელი და ახლა ასე დაიარება, რა სინდისით დაიარება?! გვითხრეს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ვარ და შეხვედრაზე ვერ შევალ”, – განაცხადა გოგიტა აბულაძის ბიძამ.