ვაჭევის მოსახლეობას ახალი, ასფალტირებული გზა ექნება

ჭიათურის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი მუნიციპალიტეტის სოფლებში  შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა გივი მოდებაძემ ვაჭევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: მელუშეეთში, ჯოლხეეთსა და ღვითორში  ჩაატარა.

“მიმდინარე წელს ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს 1 200 000-ლარიანი პროექტი, რაც გულისხმობს სოფელ ღვითორის, ჯოლხეეთისა და მელუშეეთის ცენტრალური საავტომობილო გზის მშენებლობას, მოასფალტებას. წლების განმავლობაში, ეს მხარე სრულად მიტოვებული იყო და თქვენ ამორტიზებულ გზაზე გიწევდათ მოძრაობა, თუმცა, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და, დაახლოებით, ორ თვეში თქვენ სახლში მისვლას მოკლე დროში, კომფორტულად შეძლებთ”, – განაცხადა გივი მოდებაძემ მოსახლეობასთან შეხვედრებზე.

,,მე მჯერა გივი მოდებაძის. მინდა, ყველა სამსახურში მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც გივი მოდებაძეა. გივი არის ადამიანი, რომელსაც მოსახლეობის გასაჭირი გულთან მიაქვს. ასეთ ადამიანებს უნდა დავუჭიროთ მხარი, თუ უკეთესი მომავალი გვინდა“, – განაცხადა სოფელ ღვითორის მკვიდრმა, იგორ აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები