გიორგი შენგელია: ც​აცხვში ეროვნული მოძრაობის წევრის, თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერი გაკეთდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, 2017 წლის ნოემბერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გამგებლის მოადგილის, თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერი აშენდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრისას განუცხადა. ​ამასთან, გიორგი (გეგა) შენგელიამ სოფლის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდით ცაცხვის მაცხოვრებლებს, წარვუდგინეთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხორციელდება ზუგდიდში და კერძოდ ცაცხვში. გამორჩეულია ეს სოფელი იმითაც, რომ არის ზუგდიდის კარიბჭე და უკავშირდება თამაზ ჟორჟოლიანს. ჩემი და თქვენი ღირსების საკითხია, რომ ცაცხვში აშენდეს სკვერი, რომელიც იქნება თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის და მე პირობას ვდებ, რომ ამ საკითხებში პირადად ვიქნები ჩართული. სოფელში არის სასმელი წყლის პრობლემა და ეს იქნება ის პრიორიტეტი პროექტი, რომელსაც ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მოვიყვანთ სისრულეში”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები