გიორგი შენგელია: 2019 წელს ავაშენებთ ექვს ამბულატორიას, არსებული შვიდი ამბულატორია კი რეაბილიტირდება

ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი, გიორგი შენგელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კორცხელის, ნაცატუსა და ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა და მათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ერთად იმსჯელეს.
მერობის კანდიდატმა სოფელ კორცხელის ამბულატორია დაათვალიერა, გაიცნო მედპერსონალი და დაჰპირდა, რომ მომავალ წელს სოფელს აუცილებლად ექნება ახალი ამბულატორია. როგორც გიორგი შენგელია აცხადებს, მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ექვსი ახალი ამბულატორია აშენდება, ხოლო არსებულ შვიდ ამბულატორიას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
„რასაკვირველია, პრიორიტეტს წარმოადგენს ამბულატორიების საკითხები და, სწორედ ამიტომ, ჩვენ 2019 წელს ავაშენებთ ექვს ამბულატორიას, არსებული შვიდი ამბულატორია კი რეაბილიტირდება. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით სოფელ კორცხელის ამბულატორიაში, სადაც მედპერსონალს მართლაც მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, თუმცა, მე პირობას ვდებ, რომ მომავალ წელს სოფელ კორცხელს ექნება ახალი ამბულატორია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები