პარიზში, ნოტრ-დამის ღვთისშობლის ტაძარში, ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა მოხერხდა. ამ წუთებში, გავარვარებული კედლების გაგრილების სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ხანძრის ახალი კერები არ წარმოიშვას. ჩაქრობის შემდეგ ტაძარში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შევიდა.
ამ დროისთვის, ნოტრ-დამში შესვლა, მაშველების გარდა, არავის შეუძლია.