თბილისში მამაკაცი მაშინ დააკავეს, როცა “ლიბერთი ბანკის” ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ი.გ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული თავისუფლების  4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი „ლიბერთი ბანკის” ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები