ზუგდიდის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან საარჩევნო კამპანიას მეტად თავისებურად წარმართავს. ის ადგილობრივ სოფლებში ჩადის, საკუთარი მხარდამჭერების საცხოვრებელ სახლებში რჩება, შეხვედრებს ოპოზიციურ არხებს აშუქებინებს და ამით ქმნის ფონს, თითქოს რეგიონის ყველა სოფელში სიხარულით ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ იმ სოფლების მოსახლეობამ მიაწოდა, სადაც ოპოზიციის კანდიდატი უკვე იმყოფებოდა.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ რულოვსი რიგით მოსახლეობასთან შეხვედრებს თავს არიდებს და მათ კითხვებსაც გაურბის. შესაბამისად, მათი უმეტესობა კანდიდატის საარჩევნო პროგრამასაც არ იცნობს.
ის, რომ რულოვსი ხალხთან შეხვედრებს გაურბის, “ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისშიც დააგვიდასტურეს. გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოპოზიციის კანდიდატს მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის ეშინია. ადგილობრივები კი მას „ნაცმოძრაობის“ დროს ჩადენილი დანაშაულების გამო ხშირად მწვავედ საყვედურობენ.
მაგალითისთვის, გვასალიამ კომბინატის დასახლებაში მომხდარი ფაქტი მოიყვანა, როდესაც რულოვსი თავის მხარდამჭერებს მალულად შეხვდა, მასთან შეხვედრის მსურველ მოქალაქეებს კი კანდიდატთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცეს და ისინი ჩხუბით გამოყარეს. შემთხვევა 15 აპრილს, შუადღისას მოხდა.
ამავე დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძესაც დაუპირისპირდა, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა და მას წარსულის „ცოდვები“ გაახსენეს.