ხმაური და ჩხუბი ზუგდიდში – მოქალაქეებს სანდრა რულოვსისთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს

სამეგრელოში სანდრა რულოვსის შეხვედრამ ხმაურით ჩაიარა. ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხვდებოდა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მასთან შეხვედრა მოინდომა. რულოვსის დაცვის წევრებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს კანდიდატთან მიახლოების და მისთვის კითხვების დასმის  უფლება არ მისცეს.

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა ანა წითლიძემ შეკრებილ ადამიანები პროვოკაციებში დაადანაშაულა და მოქალაქეებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

სიტუაციის განმუხტვა ადგილობრივმა სამართალდამცველებმა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები