ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი (გეგა) შენგელია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროს ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი კორცხელისა და ჩხოუშის მოსახლეობას შეხვდა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.

“ვიცი, რომ სოფელში ბევრი საჭიროებაა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ რომ ყველა პრობლემა რაც თქვენ გაწუხებთ ეტაპობრივად მოგვარდება. მომავალ წელს კორცხელში ახალი ამბულატორია აშენდება და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოგიგვარდებათ”, – აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ და ამბულატორიში არსებულ ვითარებას გაეცნო.

კორცხელის შემდეგ გიორგი შენგელია, ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც 718 000 ათასი ლარის ღირებულების გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

განხორციელდება შიდა გზების რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრი, მინი სტადიონზე დამონტაჟდება გარე განათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის ცენტრში არსებულ მოსაცდელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საბავშვო ბაღს.

გიორგი (გეგა) შენგელია ამომრჩევლებს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები