გივი მოდებაძე: სოფელ ხრეითში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გაგრძელდება
ჭიათურის მაღალმთიან სოფელ ხრეითში დღეს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, გივი მოდებაძემ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა 6 სხვადასხვა უბანში გამართა. მოდებაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფელ ხრეითში მრავალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და, მერად არჩევის შემთხვევაში, გივი მოდებაძე ადგილობრივებს ინფრასტრუქტურის მშენებლობის გაგრძელებას დაჰპირდა. ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოფელ ხრეითში უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდა, მათ შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მიმართულებით მოეწყო ასფალტირებული გზა. სოფელში აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ადგილობრივებს საშუალება აქვთ, ადგილზე მიიღონ სახელმწიფო სერვისები. აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, ამავდროულად, არაერთ უბანში მობეტონდა გზის რთული მონაკვეთები. მიუხედავად გაკეთებული ბევრი საქმისა, გამარჯვების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ხრეითში ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ამასთან ერთად, სოფელს აქვს ძალიან კარგი ტურისტული პოტენციალი და ამ მიმართულების განსავითარებლად აქტიურად ვიმუშავებ ცენტრალურ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა გივი მოდებაძემ ხრეითში გამართულ შეხვედრებზე.