სენაკში “თიბისი ბანკის” ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს – წაღებულია სოლიდური თანხა

სამეგრელოში, სენაკის ცენტრში, “თიბისი ბანკის” ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, ბანკომატი ერთ-ერთ ახლომდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქედან თანხა წაიღეს. სავარაუდოდ, წაღებულია რამდენიმე ათასი ლარი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შემთხვევა წუხელ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები