რუსეთის საგარეო უწყება: ნატო-სთან თანამშრომლობა სრულიად შეწყვეტილია

რუსეთის საგარეო უწყება სამოქალაქო და სამხედრო მიმართულებებით ნატო-სთან თანამშრომლობის სრული შეწყვეტის შესახებ იტყობინება. აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ გააკეთა.
“ნატო-მ თავად განაცხადა უარი რუსეთის მიმართ კეთილ დღის წესრიგზე. ის არ არსებობს და, ჯერჯერობით, არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ ნატო-ში იციან, როგორ გამოვიდნენ ამ ჩიხიდან. მათ ძალიან შორს შეტოპეს და, ამ ეტაპზე, არ ჩანს, სად და როდის გაიმარჯვებს კეთილგონივრულობა”, – განაცხადა გრუშკომ.
მისი თქმით, მიმდინარე კრიზისი რუსეთსა და ნატო-ს შორის ყველაზე ხანგრძლივია ისტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები