აფეთქება პარიზში, საცხოვრებელ სახლში – ევაკუირებულია ათობით მოქალაქე

პარიზში წუხელ, გვიან ღამით, 5-სართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ტელეარხ “BFMTV”-ს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა 70-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
აფეთქება სახლის მეორე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში მოხდა, სადაც გარე კედელი ჩამოინგრა. სამი მეზობლად მდებარე ბინა, ასევე, ნაწილობრივ დაზიანდა. ამ დროისთვის, კორპუსის ჩამონგრევის საშიშროება კვლავ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი გაზის აფეთქებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები