9 დაღუპული და 15 უგზო-უკვლოდ დაკარგული – ბრაზილიაში ორი სახლი ჩამოინგრა

ბრაზილიაში, ქალაქ რიო დე ჟანეიროში, უკანონოდ აშენებული ორი სახლი ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 უგზო-უკლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Brasil”-ი ავრცელებს.
სახლების ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ფაველა, სადაც ეს სახლები მდებარეობს, ხანგრძლივი ძლიერი წვიმების გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები