მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობას მეხი დაეცა (ვიდეო)
მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობა-ნაგებობას, ბურჯ ჰალიფას, რომელიც დუბაიში მდებარეობს, მეხი დაეცა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს სააგენტო “ABC News”-ი ავრცელებს.
ბურჯ ჰალიფა, ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი შენობაა დედამიწაზე. ცათამბჯენი 828 მეტრ სიმაღლეს აღწევს და 162 სართულისგან შედგება. შენობის ღირებულება 4,1 მილიარდი დოლარია.
მისი პროექტი ამერიკულმა კომპანია ” Skidmore, Owings and Merrill”-მა შეიმუშავა. პროექტის ავტორი ამერიკელი არქიტექტორი, ედრიან სმიტია.