დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითურად დაუკავშირდა და ნდობაში შევიდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადში ერიცხებოდა ზედმეტობა 112 000 ლარის ოდენობით; დაარწმუნა ის, რომ სხვადასხვა მაღალი რანგის მოხელის მეშვეობით შეეძლო, დახმარებოდა მას დღგ-ს ნაწილში არსებული ზედმეტობის განაღდებაში, რაშიც მოსთხოვა 35 000 ლარი.
აღნიშნული თანხიდან ბრალდებულმა წინასწარ მოითხოვა და გამოართვა 20 000 ლარი, რა დროსაც ის დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები