ქარბუქი ჩიკაგოში – გაუქმებულია ათასამდე ავიარეისი

ჩიკაგოში, თოვლიანი ქარბუქის გამო, ათასამდე ავიარეისის გაუქმება გახდა საჭირო. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ო’ჰარას აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“გაზაფხულის ქარბუქმა ო’ჰარაში, საშუალოდ, 978 რეისის გადადება გამოიწვია. დასუფთავების ჯგუფები მუშაობენ, მაგრამ რეისები მაინც შეჩერებულია”, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
აეროპორტ მიდუეიში, ასევე, 148 რეისი გაუქმდა. ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ჩიკაგოში ტემპერატურა +1 გრადუსამდე აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები