კოლუმბია და ამერიკა მზად არიან, ვენესუელაში წესრიგი დაამყარონ
ამერიკისა და კოლუმბიის მთავრობებმა კვლავ გამოთქვეს მზაობა, ერთობლივი ძალისხმევით აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება ვენესუელაში. ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიის ლიდერი, ივან დუკე ავრცელებს.
“დღეს შემიძლია, განვაცხადო, რომ ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ ორმხრივი შეთანხმებით, საერთო ძალებით მივიღოთ შესაბამისი ზომები დემოკრატიის, თავისუფლებისა და საინსტიტუციო წესრიგის დასამყარებლად ვენესუელაში” ,- აცხადებს დუკე.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაყენების მოთხოვნით.