ხულოში “დედაენის დღე” აღინიშნა
ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში “დედაენის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას “დედაენის დღე” მიულოცეს. როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ნადიმ ვასაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – თამაზ აბაშიძემ. ღონისძიებას 1978 წლის 14 აპრილის დიდი ისტორიული მოვლენის მონაწილე, თამაზ წულუკიძეც ესწრებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაში ხულოს კულტურის ცენტრსა და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ანსამბლები, ასევე, ინდივიდური შემსრულებლები – ლ.შავაძე და მ.ვანაძე მონაწილეობდნენ.