გურიაში, სოფელ ხვარბეთში მცხოვრების სახლი დაცხრილეს 

ოზურგეთში უცნობმა პირებმა, ერთ-ერთი ფერმერის, თემურ ქამადაძის სახლი დაცხრილეს.შემთხვევა სოფელ ხვარბეთში, გუშინ გვიან ღამით მოხდა. ინცინდენტის დროს ქამადაძე სახლში მარტო იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები