გურიაში   მამაკაცმა თავი მოიკლა 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 40-წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც  ადგილიდან “კვირას” კორესპონდენტი იუწყება,  მამაკაცი  გამთენიისას ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობაში, ჩამომხრჩვალი იპოვეს.  ადგილობრივების განცხადებით, ის საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. არსებული ინფორმაციით,  მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები