მამუკა ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, 19 მაისს ზაურ დარგალი თქვენს მხარდაჭერას მიიღებს და ამით გაიმარჯვებს მარნეული

„ზაურ დარგალი არის ღირსეული და საქმის პროფესიონალი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, 19 მაისს ზაურ დარგალი თქვენს მხარდაჭერას მიიღებს, ზაური გაიმარჯვებს არჩევნებში და ამით გაიმარჯვებს მარნეული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მარნეულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა.

პრემიერის თქმით, ერთობლივად, მარნეულში კიდევ უფრო მეტი პროექტის რეალიზაცია გახდება შესაძლებელი

„19 მაისს თქვენ აირჩევთ მარნეულში ახალ მერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. თქვენივე რჩევით, ჩვენ ღირსეული კანდიდატი შევარჩიეთ, ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარნეულში, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული პატიოსანი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა – ზაურ დარგალი. მე დარწმუნებული ვარ, ზაური იქნება ძალიან მაგარი მერი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის და ის, ჩვენთან ერთად, გადაჭრის ყველა არსებულ პრობლემას. 19 მაისს, დარწმუნებული ვარ, ზაური თქვენს მხარდაჭერას მიიღებს, ზაური გაიმარჯვებს არჩევნებში და ამით გაიმარჯვებს მარნეული. ჩვენ, ერთობლივად, კიდევ უფრო მეტი პროექტის რეალიზაციას შევძლებთ თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები