ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში – გამოცხადებულია ცუნამის საშიშროება

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესთან, 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი 17,5 კილომეტრის სიღრმეზე, ქალაქ ლუვუკიდან 102 კილომენტრში დაფიქსირდა. ბიძგების სიძლიერის გამო, ცუნამის საშიშროებაა გამოცხადებული.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები