ვისურვებ, აფხაზეთში ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ შეექმნას“
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს.
„მოვლენები, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ჩვენ ერთიანად გვაღელვებს მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, დღეს ჩვენი იურისდიქცია იქ ვრცელდება თუ არა. ვისურვებ, ეს ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ შეექმნას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.