რომის პაპმა სუდანის ლიდერებს დაუჩოქა და ფეხზე ემთხვია (ვიდეო)

რომის პაპმა – ფრანსისმა სამხრეთ სუდანის ლიდერებს დაუჩოქა და ფეხზე ემთხვია მოწოდებით – შეინარჩუნონ მშვიდობა და არ დაუბრუნდნენ სამოქალაქო ომის სცენარს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters”-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, პაპმა ფრანსისმა ქვეყნის პრეზიდენტს, სალვე კიირეს მიმართა, ასევე – მის ყოფილ მოადგილეს, რიეკე მაჩარეს, რომელიც აჯანყებულების ლიდერი გახდა. გარდა ამისა, მიმართა სამ ვიცეპრეზიდენტს მოწოდებით – შეინარჩუნოს მშვიდობა, რომელიც აქამდე იყო შეთანხმებული.
“გთხოვთ, როგორც ძმებს, შეინარჩუნოთ მშვიდობა. გთხოვთ, მთელი გულით – მოდით, წინ წავიდეთ. ბევრი პრობლემა იქნება, მაგრამ ისინი ჩვენ ვერ მოგვერევა. გადაწყვიტეთ თქვენი პრობლემები”, – მოუწოდებს პაპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები