მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახება ტაილანდში – არიან დაღუპულები

ტაილანდში, ლოპბურის პროვინციაში, სამგზავრო მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 9 კი დაშავდა. ავარიის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Bangkok Post”-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეჯახება დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, უცნობი მიზეზით, მოძრავ მატარებელს შეეჯახა. მემანქანემ გაჩერება სცადა, როდესაც რელსებზე მოძრავი ავტომობილი დაინახა, მაგრამ ვერ მოასწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები