ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი მოპედს შეეჯახა. მოპედის მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო, მას ხელი აქვს მოტეხილი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები