“თალიბებმა” ავღანეთში სამხედრო თავდასხმის შესახებ გამოაცხადეს

ავღანურმა მოძრაობა “თალიბანმა” ყოველწლიურ სამხედრო თავდასხმაზე – ოპერაცია “გამარჯვება” გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.
“ჩვენი მოვალეობები, “თალიბანის” მოძრაობის ფარგლებში, ჯერ კიდევ არ არის შესრულებული, მაგრამ ჩვენი სამშობლოს ნაწილი მაინც გათავისუფლებულია მტრისგან. უცხოელი ოკუპანტების ძალები მაინც აგრძელებენ სამხედრო და პოლიტიკური გავლენის მოხდენას მუსულმანურ ქვეყანაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ოპერაცია “გამარჯვება”, რომელიც მთელი ავღანეთის მასშტაბებით ჩატარდება, “ოკუპაციის განადგურებასა” და “ჩვენი მუსულმანური სამშობლოს მტრისა და კორუფციისგან გათავისუფლებას” გულისხმობს.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, “თალიბების” განცხადება” “სუფთა წყლის პროპაგანდაა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები