შენიღბულმა პირმა ვარშავაში დანით გამვლელი მოკლა
ვარშავის ცენტრალურ ნაწილში უცნობმა შენიღბულმა მამაკაცმა, შემთხვევით, გამვლელი დანით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТАСС ” ავრცელებს.
მათი ცნობით, ინციდენტი სობესკის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, მაგრამ დანაშაულის ადგილზე ჩანთა და დანა დატოვა.