ლევან სურგულაძე საჯარო ლექციას “საპენსიო უზრუნველყოფა და მისი დაფინანსება” წაიკითხავს
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია “საპენსიო უზრუნველყოფა და მისი დაფინანსება” ჩატარდება.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიება, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) -ს ფარგლებში იმართება, დღეს, 12 აპრილს, 17:00 საათზე დაიწყება.
საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო ლექციას “საპენსიო უზრუნველყოფა და მისი დაფინანსება” საპენსიო სააგენტოს დირექტორი – ლევან სურგულაძე და გერმანიის ფედერალური სოციალური სასამართლოს მოსამართლე პროფესორი – ნორბერტ ბერნსდორფი წაიკითხავენ.
მათივე ინფორმაციით, ლექცია შეეხება საქართველოში ახლადშემოღებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას, ასევე, საუბარი იქნება გერმანიის გამოცდილებაზე ამ კუთხით.
მოხსენებების შემდგომ, გაიმართება დისკუსია.
ლექცია ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 06 აუდიტორიაში გაიმართება. უზრუნველყოფილია თარგმანი გერმანულიდან ქართულ ენაზე.