ტოკიოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, პროექტის „საქართველო-ღვინის სამშობლო” ფარგლებში, საგამოფენო ცენტრში Warehouse Terrada იაპონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
მოწვეული სტუმრებს ქართული ღვინის, ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ ინფორმაცია იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა, დავით გოგინაშვილმა გააცნო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას Intourist Japan, Toyota tsusho corporation, Turkish Air & Travel, Latera International, Europe Expres და სხვა კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, ქართული და იაპონური მხარეების წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრები გაიმართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა.
ღონისძიება სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და იაპონიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებით განხორციელდა.
პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო”, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო” არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის, Sony music communication-სა და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. Warehouse Terrada-ში წარმოდგენილი საგამოფენო ექსპოზიცია უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები