ბიძინა ივანიშვილი ილია მეორეს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებსა და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც, სურვილის შემთხვევაში, უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვასა და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და, ამ მიმართულებით, დიდი სახსრების გაღება; და რომ, პირველ ყოვლისა, აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

ილია მეორემ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა. სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.
შეხვედრის დასასრულ. კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი დალოცა და წარმატებები უსურვა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები