„დავით გარეჯი – მრავალდარგობრივი კვლევა და განვითარების სტრატეგია“: საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

18, 19, 20 აპრილს, საერთაშორისო კონფერენცია: „დავით გარეჯი – მრავალდარგობრივი კვლევა და განვითარების სტრატეგია“ გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენცია სამ სექციად იმუშავებს და  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიულ, კულტურულ და სახელოვნებათმცოდნეო ასპექტებს მოიცავს.

18 აპრილი, 10:00-18:00
სექცია I – ძეგლის მართვის და დაცვის საკითხები
სექცია II – დავით გარეჯის ბუნებრივი მემკვიდრეობა

მის: ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, საკონფერენციო დარბაზი
რუსთაველის გამზირი #7, თბილისი, 0108, საქართველო

19 აპრილი, 10:00-13:00
სექცია III – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიული, კულტურული და სახელოვნებათმცოდნეო ასპექტები

მის: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია
ა.ფურცელაძის ქ. #1, თბილისი, 0108, საქართველო

20 აპრილი, 10:00-17:00
სექცია III – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიული, კულტურული და სახელოვნებათმცოდნეო ასპექტები

მის: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია
ა.ფურცელაძის ქ. #1, თბილისი, 0108, საქართველო

ორგანიზატორები:
„ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენლობა საქართველოში/ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი;  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო;  Georgian Arts&Culture Center ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი; Europa Nostra Georgia; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.

დამფინანსებლები და მხარდამჭერები:
საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შემოქმედებითი ევროპა, „ევროპა ნოსტრა“, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები