თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ქართული ენის დღე” აღინიშნება

14 აპრილი – “ქართული ენის დღე “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნება.
14 აპრილი “ქართული ენის დღე” – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 13:00 – 18:00
შემეცნებითი ინსტალაციები უნივერსიტეტის ბაღში – მთელი დღის მანძილზე;
გასართობი ღონისძიებები და საბავშვო კუთხე უნივერსიტეტის ბაღში – მთელი დღის მანძილზე.

14.00 –14.30
თბილისის საგუნგო მუსიკის ფესტივალის კონცერტი.

14.00 –14.30
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსის ცენტრალური ფოიე.

 14.30 – 15.00
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი გამოფენის გახსნა – „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსის ცენტრალური ფოიე.

 15.00 – 15.30
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეთა, სტუდენტთა და მასწავლებელთა დაჯილდოება.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსის ცენტრალური ფოიე.

17:00 კონცერტი – ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“ / უნივერსიტეტის ბაღი.

20:00 3D ინსტალაცია “ქართული ხელნაწერები” – თავისუფლების მოედანი / თბილისის საკრებულოს შენობის ცენტრალური ფასადი.

პროექტის ორგანიზატორები: თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები