“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია “ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება” IUSY-ის პრეზიდიუმსა და შავი ზღვის კომიტეტის (BSAC) ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლებს

11-16 აპრილს, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაცია “ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება” IUSY-ის პრეზიდიუმს და შავი ზღვის კომიტეტის (BSAC) ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლებს.

მსგავსი რანგის საერთაშორისო ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს.

ორგანიზაციის წევრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, თბილისში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.

11-13 აპრილს, კონფერენციის მონაწილეები მთავრობის წევრებს შეხვდებიან. გაიმართება ასევე საორგანიზაციო შეხვედრები. დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მონახულება.

13-16 აპრილს, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება დისკუსია თემაზე – ,,ახალგაზრდებისთვის ღირსეული სამუშაო”.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას ,,საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები” მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები