დაბა ლაითურის ტყეში გაჩენილ ხანძარს 80-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის – ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს
ოზურგეთში, დაბა ლაითურთან გაჩენილ ხანძარს 80-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ცეცხლმა ტყის მასივის 20 ჰექტარი გაანადგურა, შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ცეხლის კერებს წყლის ჭავლი რამდენჯერმე დააფრქვია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მათივე თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ცეცხლის ცალკეული კერების დამუშავება ვერტმფრენების და მეხანძრე-მაშველების დახმარებით განხორციელდება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს.