პროვოკაცია-9 აპრილის მემორიალთან მოქალაქე პრორუსული პლაკატებით მივიდა(ფოტო)

9 აპრილის მემორიალთან ერთ-ერთი მოქალაქე პრორუსული პლაკატებით მივიდა. ამის ამსახველი ფოტოსურათები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
პლაკატებზე დაწერილმა ლოზუნგებმა, რომ რუსეთია საქართველოს ხსნა და განვითარების შესაძლებლობა, მემორიალთან მისული არაერთი ადამიანი გააღიზიანა.
როგორც სოცქსელის მომხმარებლები წერენ, ეს პიროვნება ზაზა ბერიკაშვილია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თელავში დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანა დააზიანა.
1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დარბევამდე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია და შიმშილობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
მრავალათასიანი მიტინგის დასარბევად თბილისში 2 500-ზე მეტი ჯარისკაცი, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო და სახანძრო მანქანები მუშაობდნენ. 9 აპრილის ღამეს საბჭოთა ძალამ 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთი იმავე დღეს, კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
​დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონტრაციის დარბევისას ჯარიკაცებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. დაღუპულების გარდა იყო ასობით დაჭრილი, მოწამლული და დასახიჩრებული ადამიანი, თუმცა დღემდე უცნობია კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, გაურკვეველია, დარბევის დროს რომელი მომწამვლელი გაზი გამოიყენეს საბჭოთა ჯარისკაცებმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები