მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი საღამოს – „მოგონებები სვანეთიდან“ უმასპინძლებს

12 აპრილს, 17 საათზე, მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში საღამო „მოგონებები სვანეთიდან“ გაიმართება. თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი აგრძელებს შეხვედრების ციკლს – „მოგონებები მერაბ კოსტავაზე“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოს სტუმრები, საქართველოს XX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები სვანეთიდან: ხათუნა იოსელიანი, მაია კახიანი, ნარგიზა ნიგურიანი , მანანა და ერეკლე საღლიანები ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ როგორ ესახებოდა მერაბ კოსტავას სვანეთის ისტორიული დანიშნულება ქვეყნის სამომავლო განვითარების ჭრილში.
სტუმრები გაიხსენებენ ერონული გმირის სვანეთში სტუმრობის ისტორიას და მასთან ურთიერთობის საინტერესო დეტალებს.

მისამართი: თბილისი, მ. ზანდუკელის ქ. 1, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები