29 მაისი

10:00
საქართველო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის პროფესიული განათლების კომპონენტის ფარგლებში, მართავს საინფორმაციო შეხვედრას პროფესიული განათლების ხელშეწყობის მენეჯერის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც განიხილება 16 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება (გრანტის სახით). საკონტაქტო პირი: გიორგი კოპალეიშვილი 595 29 89 89
მიმდინარეობს
10:00
“შერატონში” სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
მიმდინარეობს
10:00
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, ხათუნა გოგორიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
10:15
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს უმასპინძლებს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართება. მისამართი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენ. კვინიტაძის 20.
11:00
“მრავალეროვანი საქართველოს” ოფისში, პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც ორგანიზაცია წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს და აღმოჩენილ დარღვევებს წარმოადგენს. მისამართი: უზნაძის ქ. №117 (თავდაცვის სამინისტროსთან)

11:00
საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, პრესკონფერენცია „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ გაიმართება. მისამართი: გაგარინის 29ა შესასვლელი სანაპიროს მხრიდან
11:00
“პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” სანზონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა კოლელიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე და ადვოკატი ვახტანგ მაჭავარინი, მოქალაქე შიო კობიძის საქმის ახალ დეტალებზე პრესკონფერენციას გამართავენ.
11:00
„FrontNews“–ის პრესკლუბში, ექსპერტი გოჩა გვარამია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემა: ანგარიშსწორება ქუჩაში – ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ნოდარ ლადარიას ცემის ფაქტი, ასოცირების ხელშეკრულება, უკრიანის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები.

11:30
“პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ კვირიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულ დათა ახალაიას საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.
12:00
“პირველ პრესკლუბში” პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“ვითიბი ბანკის” სათავო ოფისში, კომაპნია „სმაილის“ და ვითიბი ბანკის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება, სადაც პარტნიორი კომპანიები უპრეცენდენტო ერთობლივი აქციის შესახებ განაცხადებენ და ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ. მისამართი: გ.ჭანტურიას № 14 (მე-5 სართ.)
12:00
სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია, სარჩევნო სიების ფორმირებისა და მოქალაქეებისთვის, საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე აქციაზე განცხადებას გააკეთებს. მისამართი: სანაპიროს ქ. #2.

12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები გიორგი მიქანაძე და ლალი პერტენავა პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: დადასტურებული ოქროს საბადო და სახელშელახული ქართველი მეცნიერები.
12:00
„FrontNews“–ის პრესკლუბში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032
12:00
რადიო “იმედის” პრესკლუბში, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის, სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი დავით ქაცარავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 21-22 ივნისს დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატი ჯომარდობაში, მოყვარულთა შორის. მისამართი: ლუბლიანას ქ. #5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია 577 44 07 05
12:00
“ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედება.
12:00
NEW
კოალიცია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” წიგნის ფესტივალს ესტუმრება. საკონტაქტო პირი – სოფო მდინარაძე 577 58 50 58

13:00
„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.
13:00
დაბა ხარაგაულიში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. მისამართი: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქ. N15, გამგეობის შენობა, I სართული.
13:00
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეწვევა, სადაც მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნობა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება. მისამართი: ნინოშვილის ქ. 35
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში მანჩო გიორგობიანი და მამუკა ბაკურია ადვოკატთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ლატრუფეს საქმეში ახალი დეტალები ჩნდება და მელიას მისამართით ახალი ბრალდებები ისმის.
13:00
“FrontNews“–ის პრესკლუბში, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი განცხადებას გააკეთებს. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032

13:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომათა დარბაზი
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი კახა კახიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, ანგარიშსწორება ქუჩაში – ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ნოდარ ლადარიას ცემის ფაქტი, ასოცირების ხელშეკრულება, უკრიანის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე.
14:00
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. პარლამენტის სხდომათა დარბაზი
14:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროზე სამუშაოების სრულად შეჩერების საკითხზე გამწესრიგებელი სხდომა გაიმართება, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საია და ადგილობრივი მცხოვრები დალი მამულაშვილი.
14:00
აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საელჩოში, საქართველოს მედია-პარტნიორობის პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლებს.

14:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ნიკო პატარქალიშვილი, კინორეჟიროსი გოგი თორაძე, მოქანდაკე მერაბ გაგლოევი ბრიფინგს გამართავს. თემა: “არგენტინის სახლი საქართველოში” გეგმავს ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით განახორციელოს პელეს ვიზიტი და მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებები საქართველოში 30 სექტემბრამდე.
15:00
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის შეხვედრა წყალტუბოს რაიონის სოფ. მაღლაკის №1 და სოფ. გვიშტიბის №1 საჯარო სკოლებთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით. საკონფერენციო დარბაზი, 0 სართული
15:00
სახელმწიფო კანცელარიასთან სასულიერო პირების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით აქცია გაიმართება.
15:30
საქართველოში უნგრეთის საელჩოში, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორები პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: ლვოვის ქ. #83
17:00
ახალი მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის საბჭოს წევრების წინაშე ფიცს დადებენ. მისამართი: ძმ.ზუბალაშვილების ქ.#32, უზენაესი სასამართლო საკონტაქტო პირი: ქეთი ტყეშელაშვილი 577 55 77 35

19:00
ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, ბრიტანელი ფოტოგრაფის, “მაგნუმის” სააგენტოს წევრის და ამჟამინდელი პრეზიდენტის, თანამედროვე ფოტოგრაფიის ვარსკვლავის – მარტინ პარისა და ლიტველი ფოტოგრაფის – რიმალდას ვიკსრაიტისის ერთობლივი გამოფენა “ნამდვილი სამყარო” გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები