რისთვის ვყიდულობ უძრავ ქონებას? კითხვა, რომელიც გადახდამდე უნდა დაუსვა საკუთარ თავს
უძრავი ქონების ყიდვა ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე ვიღებთ. თავიდანვე აუცილებელია, განვსაზღვროთ, რისთვის გვჭირდება უძრავი ქონება – იქ ცხოვრებას ვგეგმავთ, მუშაობას თუ გაქირავებას? რამდენი წლით ვაპირებთ ამ ქონების ფლობას? გაიზრდება თუ არა ამ ქონების ფასი მომავალში და გავყიდით თუ არა მას?
ამბავი #1. როცა ქალამნებით გიწევს კარგი საცხოვრებელი ბინის შერჩევა – ვეკო დოდაშვილის ისტორია
საცხოვრებელი ბინის ყიდვა ახალაშენებულ კორპუსში მინდოდა, ამიტომაც, პირველ ყოვლისა, ძველი კორპუსები გამოვრიცხე. შემდეგ გამოვრიცხე ის უბნები, სადაც არ მსურდა ცხოვრება. იმის გამო, რომ პატარა ბავშვი გვყავს და აქ ცხოვრებას უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში ვგეგმავთ, ბინის შერჩევისას გავითვალისწინეთ შემდეგი რამ: რამდენად კარგად იყო ნაშენები კორპუსი; რამდენად მარტივად მოხვდები უბანში; სადაა უახლოესი პარკი და სტადიონი, რამდენად კარგი ხედი აქვს ბინას. აგრეთვე, როცა უფრო დიდი ბინის ყიდვას დავგეგმავთ მომავალში და ამის გაყიდვა მოგვიწევს, რამდენად კარგად გაიყიდება ის – ამაში იგულისხმება უბნის განვითარების პერსპექტივა, რეკრეაციულ ზონასთან სიახლოვე და ა.შ.
ამბავი #2: ლოკაცია და საპარკინგე სივრცე – ოფისის შერჩევის მთავარი წესები ანა გელბახიანისგან
საოფისე ფართს, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში ვეძებდი. გამომდინარე იქედან, რომ ერთ-ერთი პროექტისთვის გაყიდვების მენეჯერები გვყავს და მათ დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევთ ოფისის დატოვება, მნიშვნელოვანი იყო ლოკაცია ცენტრალურ უბანში. შესაბამისად, ამან მეორე პრობლემა წარმოშვა – პარკირება ცენტრალურ უბნებში ძალიან რთული და დამღლელი პროცესია. გარდა ამისა, ოფისი ისეთ ადგილას უნდა იყოს, რომლის მიგნებაც არავის გაუჭირდება. ამათ გარდა, კეთილმოწყობაც აუცილებელია. დაბოლოს, მნიშვნელოვანი ფაქტორია ოფისის უსაფრთხოება – ხშირად არც საოფისე ფართები და არც მიმდებარე ტერიტორია არ კონტროლდება კამერებით, რაც ჩვენთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენდა. რომ შევაჯამოთ: კარგი ლოკაცია, კეთილმოწყობა, პარკინგი, კარგი ფასი და უსაფრთხოება – მთავარი პარამეტრები, რის მიხედვითაც, საბოლოოდ, შევარჩიეთ საოფისე სივრცე.
ამბავი #3: უცხოელი ტურისტები თუ სტუდენტი გოგონები? – როგორ ვიღებთ მოგებას ბინისგან – სოფია კენჭიაშვილის რჩევით
თბილისის ცენტრალურ უბანში airbnb-ის დახმარებით ორ ბინას ვაქირავებ. ორივე ბინა მთაწმინდაზეა. ერთი, შედარებით, მომცრო ფართია, მეორე კი – უფრო დიდი. ლოკაცია უმნიშვნელოვანესი პირობაა. შესაბამისად, მთაწმინდა, სოლოლაკი და ავლაბარი – ეს სამი უბანი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. ამას გარდა, კეთილმოწყობა, კომფორტი, სისუფთავე და ინტერიერი – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. დაბალბიუჯეტიანი ტურისტები უფრო დიდ ფართს აქცევენ ყურადღებას, რადგან, როგორც წესი, ისინი ჯგუფებად დადიან და ბინის ქირის ფასსაც იყოფენ. შესაბამისად, დამწყებ მასპინძლებს ვურჩევდი, გასაქირავებელ ბინაში რაც შეიძლება მეტი იზოლირებული საძინებელი და საწოლი იყოს, რომ შეძლოთ ტურისტების მოზრდილი ჯგუფის მიღება. თუკი გასაქირავებელ ბინას კორპუსში ყიდულობთ, მაშინ უპირატესობა მაღალ სართულებს მიანიჭეთ, რადგან ტურისტებს მოსწონთ, როცა ფანჯრიდან ქალაქის ხედი იშლება, თანაც, მაღალ სართულებამდე ქალაქის ხმაური და გამონაბოლქვი იშვიათად აღწევს. ხოლო თუკი ბინის გაქირავების უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა გხიბლავთ, უპირატესობა უფრო მომცრო ფართსა და კეთილმოწყობას მიანიჭეთ, პატარა ბინები უფრო მარტივად ქირავდება. გამოიკვლიეთ, რა ღირს მსგავსი ტიპის ბინები უბანში და მომხმარებელს კონკურენტუნარიანი ფასი შესთავაზეთ.
არეა ექსპო 2019 – ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვო
თუკი ამ სამი ისტორიიდან რომელიმე შენ გეხება, მაშინ არ უნდა გამოტოვო უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა „არეა ექსპო 2019“, რომელიც 4-5 მაისს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. უძრავი ქონების ექსპერტები, ქვეყნის წამყვანი დეველოპერი კომპანიები და საერთაშორისო ინვესტორები უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს უმასპინძლებენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი უძრავი ქონება ნებისმიერი ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი და, ამ ორი დღის განმავლობაში, ნებისმიერი მომხმარებელი სპეციალური შეთავაზებებითა და ფასით ისარგებლებს.
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და მოინიშნე 4-5 მაისი შენს კალენდარში, გვეწვიე „არეა ექსპო 2019“-ზე და შეიძინე შენი საოცნებო ბინა!
R