უბედური შემთხვევა გურიაში – 9 წლის ბავშვი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა
ლანჩხუთის რაიონის ნიგვზიანის თემის სოფელ ხაჯალიაში 9 წლის ბიჭი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა. საქანელა ნალიაში იყო ჩამოკიდებული. 9 წლის ი.ბ-ძე პატარა ძმასთან ერთად თამაშობდა. უბედური შემთხვევის დროს, სახლში ბებია იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ საღამოს, სახლის ეზოში მოხდა. „ბავშვი ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, საქანელიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას ბებია შეესწრო. მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით“, – განაცხადა ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა ნიგვზიანში, ირაკლი გუჯაბიძემ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.